Sunday, March 5, 2017

დღე მეექვსე-- ვისწავლეთ შეფასების რუბრიკა ბლოგისთვის.ვისწავლეთ ელექტრონული  კითხვარის გაკეთება და მისი გაზიარება.


დღე მეშვიდე --  ჩემი ელექტრონული პორტფოლიო ავტვირთე გუგლის დისკზე. შევაფასეთ კოლეგის მოსწავლის ნაშრომი და შეფასების რუბრიკა.დღეს ნასწავლით შევძლებ ბლოგზე ინფორმაციის განთავსებას.

დღე მერვე - დღეს ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე.გავიგეთ როგორ მივუთითოთ გამოყენებული მასალა ინტერნეტიდან (ვებ-გვერდის მისამართი, რა ვნახეთ...)
ტრენერმა აგვიხსნა, როგორი უნდა იყოს ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია.


დღე მეცხრე  - ტრენინგის ბოლო დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაციები. შევაფასეთ კოლეგის ნაშრომი პოზიტიურად. მივეცით ერთმანეთს საჭირო რჩევები. ვფიქრობ, ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბევრი რამე ვისწავლეთ. მადლობას ვუხდი ტრენერს, ბატონ ირაკლი ყორღანაშვილს.

2 comments:

  1. რეფლექსიის წერისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ საკითხებს:
    ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
    1. რითი იყო ეს დღე თქვენთვის მნიშვნელოვანი?
    2. რა იყო დღეს თქვენთვის ახალი და რა კარგად ნაცნობი?
    3. როგორ გამოიყენებთ ამ დღეს მიღებულ ცოდნას თქვენს საქმიანობაში?
    4. რა გაგიჭირდათ ახალი მასალის გაცნობისას?
    5. რა იყო თქვენი შეხედულებით ზედმეტი და მიუღებელი?
    6. გაქვთ თუ არა რაიმე შენიშვნა ან რჩევა ტრენინგის შინაარსთან დაკავშირებით?

    ReplyDelete
  2. მაია მელიქაძეს---ჩემ მიერ დათვალიერებული თქვენი პროექტი არის აქტუალურ თემაზე შექმნილი.ვთვლი,რომ პროექტი საინტერესოა სკოლის მოსწავლეთათვისაც და დაინტერესებულ პირთათათვისაც.მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაცია არის სრულყოფილი მასალა აღნიშნულ თემაზე,კარგია სლაიდები.პრეზენტაცია ,რომელიც პედაგოგმა გააკეთა არის გამჭვირვალე,ობიექტურიი და სანდო.

    ReplyDelete